The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიზო კაკაურიძე

გიზო კაკაურიძე
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე კაკაურიძე
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბესიაური, ხონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971 წლიდან არის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1996 წლიდან სატირისა და იუმორის თეატრის დირექტორი. შესრულებული აქვს როლები სპექტაკლებში: "აქედანა და შენამდე"; "ბაკულას ღორები"; "სოფლის აშიკი". მისი ბიოგრაფია შესულია დავით კვიცარიძის ცნობარში "მოგონებები ქუთაისზე" (1997). ფესტივალ "თეატრალური იმერეთის" გამარჯვებული (2003).

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.236; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.54; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი (1972-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1988 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: