The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ტარსაიძე

ნიკოლოზ ტარსაიძე
Date of birth:10 November, 1855
Date of death:10 January, 1917  (at 61 years)
Category:Nobleman, Lawyer

Biography

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი.

მსახურობდა გამომძიებლად ჯერ ეკატერინოდარში (დღევანდელი კრასნოდარი), შემდეგ სტავროპოლში (1885-1891). 1891 წელს დაინიშნა სტავროპოლის საოლქო სასამართლოში ბრალმდებლის თანაშემწედ (მოადგილედ), 1895 წლიდან იმავე თანამდებობაზე იყო თბილისში, 1901 წლიდან თბილისის საოლქო სასამართლოს წევრი. თავდაპირველად სტავროპოლში მას დავალებული ჰქონდა დიმიტრი ყიფიანის მკვლელობის გამოძიება, მაგრამ მალე იგი ჩამოაშორეს ამ საქმეს. მას მისი თანამედროვეები ახასიათებენ როგორც "მიუდგომელი მსაჯული, გულწრფელი და სათნო ადამიანი, იშვიათი პატიოსნების პატრონი". ნიკოლოზ ტარსაიძე გარდაიცვალა 1917 წელს განჯაში, ჩამოასვენეს და დაკრძალეს თბილისში. თეატრალური მოღვაწე (ერთხანს იყო "ქართული დრამატული საზოგადოების" თავჯდომარის მოადგილე). ტახტის აზნაური (ქართლი).

წყარო: საინფორმაციო პორტალი - საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro; თეატრი და ცხოვრება, 1917, N3: dspace.nplg.gov.ge


Share: