შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფრანგისტან გაბაევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ერტისი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. სწავლობდა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, შემდეგ ალექსანდროვსკის სამხედრო სასწავლებელში. კავკასიის მსროლელთა №1 ბატალიონის ოფიცერი, 301 ქვეითთა პოლკის მეთაური, მე-4 განსაკუთრებული ქვეითთა დივიზიის სარდალი. 1918 წლიდან მსახურობდა უკრაინის არმიაში. კიევის მოხალისეთა რაზმის მეთაური. რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე (1877-1878). იბრძოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ. ტახტის აზნაური (ქართლი). წყარო: საინფორმაციო პორტალი-საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |