The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ფერაძე

ნინო ფერაძე
Date of birth:5 April, 1955  (70 years)
Category:Painter

Biography

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი 1981 წელს და ანიმაციური კინოს სარეჟისორო კურსები მოსკოვში (ვგიკი) 1984 წელს.

2002-2003 წწ. ასწავლიდა ხატვას და ფერწერას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 2007-2010წწ. ხელმძღვანელობდა  გრაფიკული  დიზაინის დეპარტამენტს "IB ევრო–კავკასიურ უნივერსიტეტში". მუშაობდა დამდგმელ მხატვრად ანიმაციურ ფილმებზე: "პორტრეტი" (ვ. სულაქველიძე, 1981), "შლაპა" (ბ. შოშიტაიშვილი, 1982), "ბალთანოზავრი" (ლ. ჭყონია, 1983), "დიდი ტალღა და პატარ ტალღა" (ვ. სულაქველიძე, 1984), "სახლი ყველასათვის" (შ. ჭავჭავაძე, 1985), "მეფე და ჩიტი" (ვ. სულაქველიძე, 1985). 2013 წლიდან თანამშრობლობს სტუდია "Tore"– სთან (იტალია). ამ სტუდიის ეგიდით ხორციელდება პროექტები წიგნის გრაფიკისა და ანიმაციური ფილმების სფეროში. მიღებული აქვს საქართველოს მხატვართა კავშირის სპეციალური პრიზი - "წლის საუკეთესო მხატვარი გრაფიკულ ხელოვნებაში".

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 174; vandaart.gallery

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი

Share: