The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით სააკაძე

Date of birth:17??
Date of death:1805
Category:Nobleman, Military Person

Biography

დავით დიმიტრის ძე სააკაძე - თბილისის კომენდანტი, დიმიტრი სააკაძის შვილი. დიმიტრი რუსეთში გაჰყვა ბაქარს და სამუდამოდ დასახლდა მოსკოვში. აქ შეეძინა მას შვილი დავითი, რომელმაც სწავლა-განათლება და აღზრდა მოსკოვში მიიღო. 1803 წლის 7 მარტს დავითი დაინიშნა თბილისის კომენდანტად. შეცვალა თბილისის კომენდანტი ჩერნოვი (კოვალენსკის დიშვილი). ამ პოსტზე იგი 1805 წლის აპრილამდე იყო. აპრილში იხსენიება როგორც ყოფილი კომენდანტი. ამ დროისთვის მას აქვს პოდპოლკოვნიკის ჩინი, თბილისის კომენდანტი კი არის კომნენო. არქივში (ფ.226 საქმე 6722) დაცულია დავით სააკაძის წერილი, რომლითაც კომენდანტი სააკაძე ნებას რთავს ზაზა ბარათაშვილს, დაასაფლაოს ცოლი თბილისის სიონში.

წყარო: საინფორმაციო პორტალი-საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები:  nobility.pro


Share: