Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანა კალატოზიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თეატრის მხატვრობის ფაკულტეტი 1991 წელს. არის ვენის გამოყენებითი ხელოვნების აკადემიის მაგისტრი სცენოგრაფიასა და ვიდეოარტში (ავსტრია, 1995). იყო მხატვრის ასისტენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლებისა: "ბალ-მასკარადი" (1986), "ცეცხლოვანი ანგელოზი" (1987); მხატვარი ბალეტებისა: "კოპელია" (2002), "ლურჯი ფრინველი" (2003); "დიდი ვალსი", "მატა ჰარი" (2004), "მძინარე მზეთუნახავი" (2004); სხვადასხვა თეატრების სპექტაკლებისა: "თავადის ქალი მაია" (ზუგდიდის თეატრი, 1987), "წეროს ფრთები" (კინომსახიობთა თეატრი, 1988), "სახლი საზღვარზე" (სამეფო უბნის თეატრი, 2001), "პატარა უფლისწული" (ვ. ანჯაფარიძის სახელობის თეატრი, 2005), "კავკასიური ცარცის წრე" (იტალია, 2005); სატირული სპექტაკლისა "პატარა უფლისწული" (1991-1999); თოჯინური ფილმისა "დიდების ზღაპარი" (1999); მხატვრული ფილმისა "მისტერიები" (2000); ტელეკომპანია "იმედის" რამდენიმე გადაცემის დამდგმელი მხატვარი; გაფორმებული აქვს საცხენოსნო შოუ (ჰოლანდია, 1989). 1998-2000წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მიღბული აქვს მონაწილეობა მრავალ ჯგუფურ გამოფენაში; მისი პერსონალური გამოფენები გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში (თბილისი, 2000) და გალერეა "შარდენში" (თბილისი, 2003). წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.239 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |