Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანტონ აფხაზი![]()
Biographyანტონ აფხაზის მამა ნიკოლოზი ერეკლე II დროს ცნობილი მხატვარი იყო, დედა – სოფიო ნიკოლოზ გურამიშვილის ასული იყო გიორგი XII-ის ნათლული. 1832 წლის შეთქმულებამდე ანტონი მსახურობდა პოდპორუჩიკად. იყო სოლომონ დოდაშვილის ახლო ნაცნობი. "ანტონ აფხაზზე ახლო ნაცნობი მე არა მყოლია" - წერდა სოლომონ დოდაშვილი. ანტონი იყო სოლომონის ერთ–ერთი მეჯვარე. ანტონ აფხაზი არ ყოფილა შეთქმულების აქტიური მონაწილე. როგორც შეთქმულების საგამომძიებლო მასალებიდან ჩანს, ანტონი ყაზარმელთა წრეში ოთხჯერ მოხვდა. როგორც ცნობილია, იასე ფალავანდიშვილმა შეთქმულები დაასმინა ვოლხოვსკისთან. როდესაც მთავარმართებელი როზენი გაეცნო ვოლხოვსკის ინფორმაციას, უნდობლად შეხვდა ამ ამბავს. იასე ფალავანდიშვილის შესამოწმებლად როზენმა გამოსაკითხად დაიბარა ანტონ აფხაზი. ანტონმა პირველ გამოკითხვისას (1832 წ. 10 იანვარს) აღნიშნა: "ერთხელ ვახშამზე სოლომონ დოდაშვილის ბინაზე ალექსანდრე ორბელიანმა მოითხოვა დამსწრეთაგან ფიცის დადება". ეს დადასტურება იყო იესეს დანასმენისა და ანტონის ჩვენებას მოჰყვა სხვათა დაპატიმრება. თვით ანტონი დააპატიმრეს 11 იანვარს. საგამოძიებო კომისიამ ის მიაკუთვნა დამნაშავეთა მეექვსე კატეგორიას. ამ კატეგორიაში შედიოდნენ ის "პირნი, რომელთაც იცოდნენ შეთქმულების ამბავი და შეიძლება ეჭვმიტანილ იქნან იმაში, რომ ისინი ეთანხმებიან შეთქმულებას". ანტონ აფხაზი პატიმრობიდან გაათავისუფლეს 1833 წლის 7 სექტემბერს და გაგზავნეს სამსახურში კავკასიის ხაზზე. აქ ის მსახურობს ქვეითა პოლკში პოდპორუჩიკად. 1836 წლის 4 სექტემბერს გაათავისუფლეს სამსახურიდან ავადმყოფობის გამო. ამის შემდეგ ის დასახლდა თბილისში. მასზე დაწესებული იყო ფარული მეთვალყურეობა. პოდპორუჩიკი, 1832 წლის შეთქმულების მონაწილე, გენერალ ივანე აფხაზის და შტაბსკაპიტან გიორგი, ეგორ (იგივე შანშე) აფხაზის ძმა. წყარო: საინფორმაციო პორტალი-საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |