Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გლახა ჭილაშვილი![]()
Biographyგაბრიელ (გლახა) ბაბანას ძე ჭილაშვილი (ჭილაძე, წყაროებში ხანდახან გვხვდება როგორც ბაბანაშვილი) - ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის ამილახორი (მეჯინიბეთუხუცესი, გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო აპარატის სამხედრო უწყების მოხელე - ამირსპასალარის თანაშემწე, სავაზიროს წევრი სათათბირო ხმით). მიუხედავად იმისა, რომ აზნაური იყო, შეძლებით და გავლენით მეტად თვალსაჩინო ფიგურად ითვლებოდა იმდროინდელ საქართველოში. 1803 წელს თან გაჰყვა პეტერბურგში გადასახლებულ ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილს. პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში. გაბრიელ ჭილაშვილს რუსების წინააღმდეგ მოძრაობაშიც მიუღია მონაწილეობა, მაგრამ საბოლოოდ იგი ჩამოყალიბდა, როგორც პრორუსული მიმართულების პოლიტიკური ფიგურა. გაბრიელ ჭილაშვილის (ჭილაძის) მიმოწერა მეტად საინტერესო მასალას იძლევა ქართველ ბატონიშვილთა წრის რუსეთში ცხოვრების შესახებ. გაბრიელ ჭილაშვილი - მამა ბორის (ბაბანა) და იაგორ (გიორგი) ჭილაშვილების მამა. წყარო: საინფორმაციო პორტალი-საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |