Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პარმენ წინამძღვრიშვილი![]()
Biographyმარიამ დედოფალმა (მეფე გიორგი XII-ის მეორე მეუღლე, ქართლ-კახეთის უკანასკნელი დედოფალი) პარმენ წინამძღვრიშვილი 1813 წელს მიიწვია მოსკოვში. იქვე შერთო ცოლი და 1815 წელს მღვდლად აკურთხებინა. 1816 წლის 11 მარტს თავის მოძღვრად დაადგინა. 1818 წლის 27 ივლისს პარმენს გარდაეცვალა მეუღლე მაკრინე (დასაფლავებულია მოსკოვის პოკროვის მონასტრის სასაფლაოზე). პარმენმა 1826 წელს მიიღო ჯვარი, მოღვაწეობდა მოსკოვის ქართულ სტამბაში. წერდა ლექსებს. მისი გარდაცვალების შემდეგ პარმენის ძმას პანტელეიმონს პარმენის წიგნებით და ხელნაწერებით სავსე სკივრები გამოუგზავნეს. მათ შორის იყო გალექსილი, 12 თვის სვინქსარი და ყდაში ჩასმული ლექსების კრებული. გზაში ავაზაკებს ეს სკივრები გაუძარცვიათ და პარმენის ლექსები დაკარგულა. დეკანოზი. წყარო: საინფორმაციო პორტალი-საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |