The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაზა კალმახელიძე

ზაზა კალმახელიძე
Date of birth:26 June, 1966  (58 years)
Category:Conductor, Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი 1990 წელს, ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა-სტაჟირების კურსი, საოპერო-სიმფონიური დირიჟორის სპეციალობით 1993 წელს. 

1987-1989წწ. იყო საქართველოს სახალხო კაპელის დირიჟორის ასისტენტი; 1992-1996წწ. თბილისის ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგი; 2003-2005წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიისა და სტუდენტური ორკესტრის დირიჟორი; 1993 წლიდან იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებული ექსპერიმენტული სტუდიის დირიჟორი. 1998 წლიდან ამავე თეატრის დირიჟორი. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა შემდეგი საბალეტო სპექტაკლები: ლუდვიგ მინკუსის "დონ კიხოტი", პიოტრ ჩაიკოვსკის "გედების ტბა", "სერენადა", "მოცარტიანა"; იგორ სტრავინსკის "აპოლონ მუსაგეტი"; ჰერში კეის "სიმფონიური ვესტერნი"; ფერდინანდ ჰეროლდის "ამაო სიფრთხილე", ფელიქს მენდელსონის "ზაფხულის ღამის სიზმარი", ლეონარდ ბერნსტაინის "ლეა", კრისტოფ ვილიბალდ გლუკის "ჩაკონა", გაეტანო დონიცეტის "დონიცეტი-ვარიაციები", ლუი მორო გოტჩოკის "ტარანტელა", ადოლფ-შარლ ადანის "ჟიზელი", ანტონიო ვივალდის GREEN, ანდრე მესაჟეს "ორი მტრედი", ჰოლგერ სიმონ პაულის "კონსერვატორია" და ტოშირო მაიუზუმის "ბუგაკუ" და სხვა ნაწარმოებები. მუსიკოსი, საოპერო-სიმფონიური დირიჟორი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.240; google.ge


Share: