The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსიკო შალიკაშვილი

ოფიციალური სახელი:იოსებ შალიკაშვილი
დაბადების თარიღი:1848
გარდაცვ. თარიღი:1904  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. გურჯაანი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

სწავლობდა პეტერბურგის კადეტთა კორპუსში, მამის გარდაცვალების გამო, 18 წლის ასაკში იძულებული გახდა საქართველოში დაბრუნებულიყო და აქ გაეგრძელებინა სამხედრო სამსახური. მიუხედავად ამისა, მაინც მოახერხა დაემთავრებინა ქ. ოდესის რიშელიეს სახელობის ლიცეუმი.

მოგვიანებით სამხედრო სამსახურს თავი დაანება და საზოგადოებრივ საქმიანობაზე გადაერთო. 1895 წელს იოსებ შალიკაშვილი არჩეულ იქნა სიღნაღის მაზრის თავად–აზნაურთა წინამძღოლად. იგი გამოირჩეოდა კეთილსინდისიერებით, სამართლიანობითა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით. 1901 წელს, როდესაც საქართველოს თავად–აზნაურობა ემზადებოდა საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავის აღსანიშნავად, იოსებ შალიკაშვილი თავად–აზნაურთა სადეპუტატო კრებაზე გამოსულა სიტყვით, სადაც ის ქართველ ხალხს მოუწოდებდა, რომ საჭიროა ასეთ ზეიმებზე უარის თქმა, საჭიროა სერიოზული დაფიქრება და პრინციპული მიდგომა ამ საკითხისადმი, ასეთი თამამი აზრის გამოთქმა იმ დროს სამოქალაქო გმირობის ტოლფასი იყო. იოსებ შალიკაშვილი 1904 წელს გარდაიცვალა და ანდერძის თანახმად მშობლიურ გურჯაანში დაკრძალეს, მის მიერვე აღდგენილ ეკლესიაში. იოსებ შალიკაშვილს დიდი წვლილი მიუძღოდა ქართული საადგილმამულო ბანკის დაარსებასა და კახეთის რკინიგზის გაყვანაში. დიმიტრი შალიკაშვილის მამა, ჯონ (მალხაზ) და ოთარ შალიკაშვილების პაპა.

წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.orgსაინფორმაციო-ბიოგრაფიული პორტალი - საქართველო სამეფო: georoyal.ge


გააზიარე: