Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკო დადიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. განათლება პარიზში მიიღო. მისი მცირეწლოვნების გამო სამთავროს განაგებდა დედამისი ეკატერინე ჭავჭავაძე, რომლის დროსაც (1857) ფაქტობრივად სამეგრელოში მთავრობა გაუქმდა. 1868 წელს ნიკო დადიანმა უარი თქვა (დე-იურე) სამეგრელოს მთავრის უფლებებზე. 1875 წლიდან მსახურობდა კავალერგარდის პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877–1878). 1877 წლიდან პოლკოვნიკი. ბულგარეთის ტახტიდან ბატენბერგის ჩამოგდების (1886 წლის 21 აგვისტო) შემდეგ რუსეთის მთავრობამ ნიკო დადიანი ბულგარეთის მთავრის კანდიდატად წამოაყენა. ნიკო დადიანმა თავისი ბიბლიოთეკა (169 ხელნაწერი და წიგნები) უსასყიდლოდ გადასცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი (1853 წლიდან), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1878). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3. -თბ., 1978. - გვ. 330
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |