The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკო დადიანი

ნიკო დადიანი
Date of birth:4 January, 1847
Date of death:23 January, 1903  (at 56 years)
Category:Nobleman, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

განათლება პარიზში მიიღო. მისი მცირეწლოვნების გამო სამთავროს განაგებდა დედამისი ეკატერინე ჭავჭავაძე, რომლის დროსაც (1857) ფაქტობრივად სამეგრელოში მთავრობა გაუქმდა. 1868 წელს ნიკო დადიანმა უარი თქვა (დე-იურე) სამეგრელოს მთავრის უფლებებზე. 1875 წლიდან მსახურობდა კავალერგარდის პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877–1878). 1877 წლიდან პოლკოვნიკი. ბულგარეთის ტახტიდან ბატენბერგის ჩამოგდების (1886 წლის 21 აგვისტო) შემდეგ რუსეთის მთავრობამ ნიკო დადიანი ბულგარეთის მთავრის კანდიდატად წამოაყენა. ნიკო დადიანმა თავისი ბიბლიოთეკა (169 ხელნაწერი და წიგნები) უსასყიდლოდ გადასცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი (1853 წლიდან), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1878).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3. -თბ., 1978. - გვ. 330 


Share: