Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კოტე კემულარია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხობი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1975 წელს., საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის (ქ. მოსკოვი) ასპირანტურა.
1975 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ. სოხუმის პროკურატურაში გამომძიებლად; 1976-1979წწ. იყო პროკურატურის უფროსი გამომძიებელი; 1980-1983წწ. საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1983-1987წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1987-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის სამმართველოს პროკურორი, ქ. ჭიათურის პროკურორი, საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების გამგის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, არჩეული იყო პროკურატურის კოლეგიის წევრად. ამავე პერიოდში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 1992-1993წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრი; 1994-1995წწ. ქ. მოსკოვის იურიდიული სამსახურის "ინიურკონსალტინგის" ხელმძღვანელი; 1995 წელს თბილისში ჩამოაყალიბა საერთაშორისო იურიდიული კომპანია "ინიურსერვისი"; 1998 წელს არჩეულ იქნა ქ. თბილისის საკრებულოს წევრად, ხელმძღვანელობდა იურიდიულ კომისიას; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული; 2004 წელს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში; 2004-2005წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. გამოქვეყნებული აქვს 19 მეცნიერული ნაშრომი და 100-ზე მეტი პუბლიცისტური ნარკვევი. 2005-2006წწ. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანალოგია სისხლის სამართლის პროცესში", დაიცვა 1983 წელს. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.250; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 195; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.93 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |