| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ კიკალიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების განყოფილება 1963 წელს. 1963 წლიდან გამოფენებში მონაწილეობდა. არის ავტორი ნამუშევრებისა: ვაჟას ქანდაკება (1963), "შურისმაძიებელი (1964), "დეიდა ანა", "არაქელას პორტრეტი", "დედა ენა" (1967), "გედი" (1968), "ადამიანი კოსმოსში" (1969), ვეტერანის პორტრეტი (1970), "მამაკაცის პორტრეტი" (ბრინჯაო, 1974), "ომის ვეტერანი", "ქიმიკოსის პორტრეტი" (1975), "ლოლა", "ა. ხორავას პორტრეტი" (1976), "სვანი გოგონას პორტრეტი", "არქეოლოგია - დიდებული რაინდის სამაროვანი - ეგზერსისი" (1977), "შ. ამირანაშვილის პორტრეტი" (1978), "ეზოს გუნდის კაპიტანი", "ქალის პორტრეტი" (1979) და სხვა. მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში: თბილისი (1977), "ფიზკუტურა და სპორტი სახვით ხელოვნებაში" (თბილისი, 1979), "ჩვენ ვაშენებთ კომუნიზმს" (1981), "ქართული დაზგური ქანდაკება" (თბილისი, 1991), საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნება (მოსკოვი, 1987). პრემიების ლაურეატი ნამუშევრებისათვის: გალაკტიონის პორტრეტი (1974), კ. გამსახურდიას პორტრეტი (I პრემია, 1976), დიდგორის გმირთა მემორიალი (1985). პროფესორი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.257 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

