შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აბრეკ ფხალაძე![]()
ბიოგრაფიასწავლობდა თბილისის საესტრადო სტუდიაში 1937-1939წწ., დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1950 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში. 1970 წლიდან მონაწილეობდა კინოგადაღებებში. მონაწილეობდა ფილმებში: "მშვენიერი კოსტიუმი" (ლ. ელიავა, 1973), "შერეკილები" (ე. შენგელაია, 1973), "თერმომეტრი" (რ. შარაბიძე, 1975), "გზა შინისაკენ" (ა. რეხვიაშვილი, 1981), "ცხელი ზაფხულის სამი დღე" (მ. კოკოჩაშვილი, 1981), "ადამიანთა სევდა" (გ. ჩოხელი, 1984), "წერილები ნაძვებს" (გ. ჩოხელი, 1986), "საფეხური" (ა. რეხვიაშვილი, 1986), "დამშვიდობება" (ზ. თუთბერიძე, 1987), "სამოთხის გვრიტები" (გ. ჩოხელი, 1997). დიდი სამამულო ომის მონაწილე. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 177; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; ambebi.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |