Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამირან ქადიეშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. 1953-1985წწ. მოღვაწეობდა ოზურგეთის წუწუნავას სახელობის თეატრში და თეატრ "ძველი სახლის" სცენაზე. 1970 წლიდან მუშაობს კინოში, სხვადასხვა ჟანრის ფილმებში. მის მიერ შესრულებული როლებია: ნიკოია ("სემირამიდას ბაღები", ს. დოლიძე, 1970), კვეგვე ტარბა ("მთვარის მოტაცება", თ. მელიავა, 1973), კურა-მუჰამედი ("ციმბირელი პაპა", გ. კალატოზიშვილი, 1973), ჭოლა ("პირველი მერცხალი", ნ. მჭედლიძე, 1975), ნიკო ("გაქცევა გათენებისას", ს. დოლიძე, 1975), ხირხალა ("სიყვარული ყველას უნდა", გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი უმც., 1980), კობიძე ("სახლი ლესნაიაზე", ნ. სანიშვილი, 1980), ერმილე მამალაძე ("მევლუდი", ნ. სანიშვილი, 1985), მმართველი ("წინამორბედი", ი. კვაჭაძე, 1988). მონაწილეობს ფილმებში: "კავკასიის ტყვე" (გ. კალატოზიშვილი, 1978), "როგორ ვიცხოვრო უშენოდ"( ყ. მგელაძე, 1980), "თბილისი, პარიზი, თბილისი" (ლ. აბაშიძე, 1980), "ჟამი მოქცევის" (ნ. ომიაძე, 1982), "სათნოებათა კიბე" (ნ. წულაძე, 1986) და სხვ. კინოსა და თეატრის მსახიობი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 177; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; მედიასახლი "გურია ნიუსი": gurianews.com; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |