Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლუარსაბ ყიფიანი![]()
Biographyლუარსაბ ქაიხოსროს ძე ყიფიანი - ქვიშხეთელი აზნაური, დიმიტრი ყიფიანის ძმისშვილი. "დროების" ერთ-ერთ პუბლიკაციაში ლუარსაბი ასეა დახასიათებული: "ერთი ყიფიანია, ლუარსაბ, რომელიც ძველებურ დროში რომ ყოფილიყო, ბევრ მამულის მტერ თათარსა და ლეკს თავს ზარს დასცემდა თავის ვაჟკაცური შეხედულებით და მამაცობით. მაგრამ ეხლა ისიც დაჩაგრულ, განიორწყლებულ გლეხ-კაცებს სულთა-მხუთავსავით აშინებს და აფრთხობს. ხაშურსა და სურამს ორი თუმანი არა ჰყოფნის; სკოლის ხსენება ჭირისავით ეჯავრება. ამან რომ მოინდომოს, ქვიშხეთში კი არა ღორნაკალზე გააკეთებინებს ქვიშხეთელებს კარგ სკოლასო...". საპასუხო წერილში ლუარსაბ ყიფიანი თავს იმართლებს: "ქვიშხეთში სკოლის გასამართად დიდი შრომა მაქვს გაწეული, მაგრამ თვითონ მოსახლეობაა ამ საქმისადმი უიმედოდ განწყობილიო..." 1893 თუ 1894 წელს ლუარსაბ ყიფიანის ოჯახში, მისი ერთ-ერთი ქალიშვილის ქორწილში, სტუმრად ყოფილა ილია ჭავჭავაძე. 1888 წლის აგვისტოში, სურამში, ლუარსაბ ყიფიანს ჩხუბში კაცი (სპირიდონ მაჭავარიანი) შემოკვდომია. წყარო: საინფორმაციო პორტალი - საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |