Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ორბელიანი![]()
Biographyერეკლე II-ის და ანა ცოლად ჰყავდა დემეტრე ორბელიანს. დემეტრეს შვილის, მამუკა ორბელიანის შვილია თამაზ ორბელიანი. თამაზის დედა იყო გიორგი ერისთავის ასული მაია, ხოლო დეიდა – გიორგი ერისთავის მეორე ასული ანა იყო ფარნაოზ ბატონიშვილის მეუღლე. იმერეთის დედოფალი ანა მათეს (მამუკას) ასული იყო თამაზის და. ერეკლეს II-ის მეფობის ბოლო წლებში და გიორგი XII-ის მეფობის დროს, 1801 წლის დასაწყისში, ეშიკაღაბაში (სამეფო დარბაზობის დროს ეშიკაღაბაში ობერ-ცერემონმაისტერის მოვალეობას ასრულებდა და დარბაზის მსვლელობას აწესრიგებდა). თამაზ ორბელიანი იულონ ბატონიშვილის პარტიაში იყო. 1801 წელს ფარნაოზ და იულიონ ბატონიშვილებთან ერთად იმერეთში გაიხიზნა. 1801 წლის ბოლოდან, ქართლ–კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, თამაზ ორბელიანმა პოზიცია შეიცვალა. 1802 წელს მან "სტატსკი სოვეტნიკის" ჩინი მიიღო. ეს ჩინი შემდეგში ბრიგადირის სამხედრო ჩინად იქნა გადარქმეული. (ეს იყო V კლასის ჩინი, გენერალსა და პოლკოვნიკს შორის). 1803 წლის იანვარში თამაზ ორბელიანი გაგზავნეს ერევნის ხანთან დანიელის გაპატრიარქების შესახებ მოსალაპარაკებლად. როგორც დემურჩი–ასალუს მოურავს, მას 1803 წელს დაავალეს ასი ცხენოსნის გამოყვანა. 1804 წლის ოქტომბერში მან მთიულეთის აჯანყების შემდეგ სპარსეთისაკენ ლტოლვილი ბიძა, ფარნაოზ ბატონიშვილი დაიჭირა და თბილისში ჩამოიყვანა. ამის შემდეგ თამაზ ორბელიანმა გენერალ–მაიორის ჩინი მიიღო. იგი იყო დემურჩი–ასალუს მოურავი. ეს სამოურავო ერეკლე II-მ მზითვად გაატანა თავის დას ანას, რომელიც იყო თამაზის ბებია (მამის დედა). 1812 წლიდან თამაზ ორბელიანი თავად-აზნაურობის საგუბერნიო მარშალი იყო. 1813 წელს იგი სხვა თავადებთან ერთად გაჰყვა რტიშჩევს სპარსეთთან გულისტანის ზავის დასადებად. დასაფლავებულია სიონში. მისი საფლავის ქვაზე გაკეთებული იყო შემდეგი წარწერა: "გენერალ-მაიორი და კავალერი თამაზ ჯამბაკურ-ორბელიანი, მამუკას ძე გარდაიცვალა 12 ივლისს, 1815, 47 წლისა." 1811 წელს თამაზ ორბელიანს აუგია კოშკი სოფელ ვაშლოვანში, თეთრიწყაროს რაიონი. წყარო: საინფორმაციო პორტალი - საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |