Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური ქავთარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე 1946-1948წწ., დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ვგიკ) სამხატვრო (1951) და სარეჟისორო (1951) ფაკულტეტები. 1943-1941წწ. მუშაობდა მსახიობად თბილისის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში; 1941-1945წწ. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. გადაიღო სადიპლომო ფილმი "მტრები" (1956), როგორც მსახიობი მონაწილეობდა ჩეხოვის მოთხრობების მიხედვით დადგმულ ფილმებში ("ალიაქოთი", "მანდილოსნები"). საქართველოში გადაიღო მხატვრული ფილმები: "ჭიაკოკონა" (1941), "უყაიმო თამაში" (1966). შემდეგ წლებში მუშაობდა რეჟისორად მოსკოვის ცენტრალური ტელევიზიის შემოქმედებითი გაერთიანება "ეკრანში" (გადაიღო მრავალსერიანი სატელევიზიო ფილმი "სინდისი", 1974). კინო რეჟისორი და სცენარისტი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 177; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; kino-teatr.ru
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |