შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევგენი ქარუმიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1951 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო გორში, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ორგანიზაციის ხელმძღვანელად; 1956-1964წწ. მუშაობდა ქ. გორის მთავარ არქიტექტორად; 1064-1972წწ. საქართველოს მშენაბლობის სამინისტროს N9 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად და მმართველად; 1972-1984წწ. ამავე სამინისტროს საწარმოო-განმკარგულებელი სამმართველოს უფროსად და კოლეგიის წევრად; 1984-1986წწ. იყო საქართველოს გაზიფიკაციის სახელმწოფო კომიტეტის სამშენებლო ტრესტის მმართველი, მომარაგების სახელმწიფო კომიტეტის სამმართველოს უფროსი; 1986-1991წწ. ქ. გორის მთავარი არქიტექტორი; 1991-1999წწ. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი; მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ორგანოს დირექტორის მოადგილე; ხელმძღვანელობდა არაერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო, სამოქალაქო და საბინაო დანიშნულების ობიქტის, მათ შორის: გორის ბამბეული ქსოვილების კომბინატის (II რიგის), გორისა და აგარის საკონსერვო, სურამის მინის ტარის ქარხნების (I რიგის), ხაშურის საგალანტერიო ფაბრიკის მშენებლობას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.558; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.41 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |