The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ ქაცარავა

რევაზ ქაცარავა
Date of birth:23 June, 1949  (75 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლესელიძე, გაგრის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1972 წელს.

1968-1972წწ. მუშაობდა საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროში ტექნიკოს-კონსტრუქტორად და ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1972-1982წწ. სამშენებლო ტრესტ "იალტასპეცმშენის" სამშენებლო სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, სამშენებლო უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად; 1982-1992წწ. იყო აფხაზეთის ასს რესპუბლიკის ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს გაგრის საშენ მასალათა კომბინატის მთავარი ინჟინერი; 1992-1999წწ. თბილისის "ქალაქგაფორმების" კომბინატის სამუშაოთა მწარმოებელი; 1999-2006წწ. სს "პროკრედიტბანკის" საპროექტო-სამშენებლო სამსახურის უფროსი; 2006 წლიდან არის შპს "გაგრა-999"-ს დამფუძნებელი და დირექტორი; ხელმძღვანელობდა ქ. გაგრაში 450-ადგილიანი სასტუმროს თექსვმეტსართულიანი შენობის (ანაკრები რკინაბეტონის კონსტრუქციებით) მშენებლობას, სანატორიუმ "უკრაინას" კომპლექსის სრულ რეკონსტრუქციას; დაპროექტებული და აშენებული აქვს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები ქ. გაგრის ზონაში, სს "პროკრედიტბანკისა" და სს "საქართველოს ბანკის" ქუთაისის, ხაშურის და ზუგდიდის ფილიალები; მისი ხელმძღვანელობიტ განხორციელდა 50-ზე მეტი საბანკო ფილიალის შენობის რეკონსტრუქცია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.560-561


Share: