Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯიმშერ ქაჯაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1954 წელს. 1954-1963წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ "საქსახწყალპროექტში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად, საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელად; 1963-1966წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ კომუნალური მეურნეობის სამინისტროს კომუნალურ საწარმოთა და კეთილმოწყობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1966-1973წწ. იყო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს უფროსი რეფერენტი; 1973-1975წწ. საქართველოს გაზიფიკაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1975 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრის მოადგილედ; 1977 წელს - საქართველოს მელიორაციისა დაწყალთა მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილედ; 1983-1984წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ სასოფლო-სამეურნეო საწარმოების სახელმწიფო კომიტეტში, სამელიორაციო სისტემების ექსპლუატაციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე; 1984-1986წწ. იყო საქართველოს სსრ ბუნებრივი დაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1986-1991წწ. კი რესპულიკური საწარმოო გაერთიანება "საქწყალექსპლუატაციის" უფროსი; 1992 წლიდან სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო სამელიორაციო ინსპექციის უფროსი; სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; 1986-1991წწ. არჩეულ იქნა სოფლის მეურნეობის აკადემიის ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სექციის თავმჯდომარედ; აღსანიშნავია, რომ 1945-1952წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ხალხური ცეკვის ანსამბლის ერთ-ერთი გამორჩეული და სახელოვანი მოცეკვავე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.562-563; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.121 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |