Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ქორელი![]()
Biographyსწავლობდა საქართელოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში 1929-1932წწ. 1933-1937წწ. მუშაობდა ოპერატორის ასისტენტად "სახკინმრეწვში". 1937-1939წწ. მოღვაწეობდა ბათუმის თეატრში. 1939-1969წწ. იყო "თბილისის კინოსტუდიის" ოპერატორი. გადაიღო დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმები: "შემთხვევა სამშენებლო უბანზე", "ერთი წერილის ისტორია" (დ. აბაშიძე, ნ. ჟუჟუნაძე, 1953), "მეორე სპეციალობა" (კ. გრძელიშვილი, 1954), "მუსიკალური მოგზაურობა" (ო. გურგენიძე, 1961), "ორიენტაცია სივრცეში" (დ. აბაშიძე, 1962), "ცვლა მოდის" (დ. აბაშიძე, 1957), "სიტყვა მკურნალობს" (შ. შიოშვილთან ერთად / ზ. კაკაბაძე, 1963), "შიში" (დ. აბაშიძე, ნ. ჟუჟუნაძე, 1963), "იყო ერთი პასიფლორა" (დ. აბაშიძე, ნ. ჟუჟნაძე, 1964), "ჭაბუკობა სიბერემდე" (შ. ხომერიკი, 1964), "მახვილი თვალით" (შ. ჩაგუნავა, 1965), "მუსიკალური კომედიის თეატრში" (შ. ხომერიკი, 1965), "ერთი დღე ქუთაისში" (შ. ხომერიკი, 1967), "რუსთავის მეტალურგიული ქარხანა" (ვ. ვალიშვილი, 1968), "რესტავრატორები" (ვ. მიქელაძე, 1968), "ქსენია ბახტაძის ჩაი" (დ. რონდელი, 1970) და სხვ. 1969 წლიდან მუშაობდა საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში, გადაიღო მხატვრული ფილმი "მყუდრო სავანე" (კ. ღლონტი, 1971), დოკუმენტური ფილმი "ბერიძეების ოჯახი" (რ. ჭიაურელი, 1972) და სხვ. კინოოპერატორი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 179 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |