The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური ქედიშვილი

იური ქედიშვილი
დაბადების თარიღი:1927  (98 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1948 წელს.

1949-1952წწ. მუშაობდა რიგი ობიექტების მშენებლობაზე ოსტატად, ცვლის უფროსად, უბნის უფროსად; 1952-1954წწ. საპროექტო ჯგუფის უფროს ინჟინრად, სამშენებლო გაერთიანება "თბილგვირაბმშენის" სამმართველოში ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ, საგეგმო-საწარმოო განყოფილების უფროსად; 1959-1975წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის ინსტრუქტორი, განყოფილების გამგის მოადგილე, გამგე; 1976-1987წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მშენებლობის დარგში; წლების განმავლობაში კურირებდა მშენებლობის, სამშენებლო ინდუსტრიისა და კომუნალური მეურნეობის საკითხებს; აქტიურად იყო ჩართული სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოებში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.563-564


გააზიარე: