Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ ქევანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი პატრიკეთი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებობის სპეციალობით 1974 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" ქუთაისის ფილიალში ინჟინერ კონსტრუქტორად, სამშენებლო განყოფილების უფროსად; 1994 წლიდან სამუშაოდ გადავიდა ქ. მოსკოვში, სადაც მუშაობდა სამშენებლო კომპანიაში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; მონაწილეობდა საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში ტოლბუხინას ქუჩაზე და ნახიმოვის პროექტზე; 2009 წლიდან ინიშნება სამშენებლო კომპანია "BK Capital"-ის გენერალურ დირექტორად; მისი მონაწილეობით სამშენებლო კომპანიის მიერ ქ. თბილისში განხორციელებულია "საქართველოს ბანკის" ცენტრალური ოფისის რეკონსტრუქცია გაგარინის ქუჩაზე, მთაწმინდაზე "ფუნიკულიორის" შენობის რეკონსტრუქცია, თამარაშვილის N13-ში განხორციელდა კომპანია "m2"-ის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 64000 მ2 საცხოვრებელი ფართობით, ასევე, ქ. თბილისში მახათას მთაზე დასრულების პროცესშია ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა; მონაწილეობას იღებდა ქ. ონსა და მის შემოგარენში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტების დამუშავებაში; აღადგინა და რეკონსტრუქცია ჩაუტარა წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.564
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |