The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ქემოკლიძე

გიორგი ქემოკლიძე
Legal name:რობერტ ქემოკლიძე
Date of birth:30 January, 1939
Date of death:1995  (at 55 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1963 წელს.

1963 წლიდან მუშაობდა საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სისტემაში უფროს ინჟინრად, საპროექტო ინსტიტუტ "საქსახწყალპროექტში" ჯგუფის ხელმძღვანელად, სამშენებლო გაერთიანება "საქმთავარწყალმშენის" სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად, სამშენებლო სამმართველოს უფროსად, სამშენებლო ტრესტ "იორწყალმშენის" მმართველად და მთავარი სამშენებლო გაერთიანება "საქმთავარწყალმშენის" უფროსის პირველ მოადგილედ; მისი მონაწილეობით აშენდა დალის მთის, ზონკარის წყალსაცავები; ზემო სამგორის, "ტბისი-კუმისის", ტაშისკარის, "თეზი-ოკამის" სარწყავი სისტემები, წნორის მეცხოველეობის კომპლექსის სარწყავი სისტემა და სხვა სამელიორაციო, სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ნაგებობები; მიღებული ჰქონდა საქართველოს სსრ სახელმწიფო და საკავშირო სამინისტროს ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.565


Share: