შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზვიად კორძაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1994 წელს. 1996-2003წწ. იყო საადვოკატო ბიუროს "კორძაძე და სვანიძე - ადვოკატები"-ის ადვოკატი, პარტნიორი; 2003 წლიდან "კორძაძის საადვოკატო ბიუროს" ადვოკატი და ხელმძღვანელი. 1995 წლიდან არის "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრი და გამგეობის წევრი; 1997-1998წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის გადაუდებელ საორგანიზაციო ღონისძიებათა შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისიის წევერი; საქართველოს გენერალური პროკურატურის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი (2001); საქართველოს პარლამენტის იურდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი (2002), 2005 წლიდან საჯარო სამართლის იურდიული პირი; საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს წევრი; 2006-2013 წწ. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი; 2014 წლიდან საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.270; სიფა - საქართველოს იურიდიულ ფირმათა ასოციაციის პორტალი: alfg.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |