Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რამინ ქეცბაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გალი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი, სამთო ინჟინრის კვალიფიკაციით 1953 წელს. 1953-1962წწ. მუშაობდა სამთო მომპოვებელ ტრესტ "ტყვარჩელქვანახშირის" N2 შახტის N3 მიწისქვეშა უბნის უფროსად, N2 შახტის მთავარი ინჟინრის თანაშემწედ, მოადგილედ; 1962-1969წწ. N5 შახტის მთავარ ინჟინრად; 1969-1977წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცკ მრეწველობა-ტრანსპორტის და ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების ინსტრუქტორი და ინსპექტორი; 1977-1985წწ. მუშაობდა საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის სოხუმის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად; 1985-1992წწ. გადმოიყვანეს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მრეწველობის, ენერგეტიკის, საბინაო-კომუნალური და საგზაო მეურნეობების განყოფილების გამგედ; 1992-1994წწ. მუშაობდა მოსკოვის ერთობლივ საწარმო "მეტალკომერცი ბ"-ს კომერციული განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1995-1997წწ. შპს "ტრანსსერვისის" ვიცე-პრეზიდენტი; 1997 წლიდან არის "სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის" დამკვირვებელთა საბჭოს თავმჯდომარე; დიდი დახმარება მიუძღვის ქ. სოხუმის კომპლექსური განაშენიანებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საქმეში, ბინათმშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის ბაზის რეკონსტრუქცია-გაფართოებაში; 1960-1980 წწ. სამთო მომპოვებელი საწარმოო გაერთიანების "საქნახშირის" სამრეწველო ობიექტების მშენებლობისა და ბაზის განვითარების საქმეში, საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და ტექნიკური გადაიარაღების პროგრამის დამუშავება-განხორციელებაში; დაჯილდოებულია საქართველოს სსრ და აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოების პრეზიდიუმის რამდენიმე საპატიო სიგელით და სხვა ჯილდოებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.565-566 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |