The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერი ქეცბა

Date of birth:1945  (80 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: გუდაუთის რაიონი.

დაამთავრა სოხუმის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი მშენებელი-მუშის კვალიფიკაციით 1963 წელს.

1963 წელს მუშაობა დაიწყო პიციკვარის ბარიტის მოპოვების სამმართველოში გვირაბგამყვანად; 1964-1967წწ. მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური; 1967 წელს მუშაობა დაიწყო ჯერ სოხუმის სამრეწველო საწარმოთა კომბინატში, ხოლო შემდეგ საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატში ბრიგადირად; 1972 წელს სამუშაოდ გადადის საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის სისტემაში, N2 სამშენებლო სამმართველოს კალატოზად; 1973 წელს სათავეში ჩაუდგა მშენებელთა კომპლექსურ ბრიგადას; არაერთგზის იყო არჩეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად და უმაღლესი საბჭოს მშენებლობის, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის კომისიის წევრად; მიღებული ჰქონდა სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდო.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.566

Awards and Honors

  • 1979 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    სახელმწიფო მნიშვნელობის სამრეწველო ობიექტის მშენებლობის ვადაზე ადრე დამთავრებისა და საექსპლუატაციოდ სამუშაოთა მაღალი ხარისხით ჩაბარებისთვის
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: