შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა ქვათაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1952 წელს. მუშაობდა საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ "საქსახწყალპროექტში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად; საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორად; იყო საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის მინისტრის მოადგილე (მშენებლობის დარგში), საქართველოს მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობის მსუბუქი და კვების მრეწველობის, სოფლისა და წყალსამეურნეო მშენებლობის განყოფილების გამგის მოადგილე; მუშაობდა წყალთა მეურნეობის საწარმოო გაერთიანება "საქწყალმეურნეობის" უფროსად; ხელმძღვანელობდა კოლხეთის დაბლობის დაშრობის, ქვემო სამგორისა და ზემო ალაზნის სარწყავი სისტემების, მდინარეების - ალგეთსა და ლიახვის წყალსაცავების, მდინარე რიონის წყალმიმღები სათავე ნაგებიბისა (კაშხალი) და კვების მრეწველობის (ჩაის, ღვინის, საკონსერვო) ობიექტების მშენებლობებს. დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.566 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |