The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არნოლდ ქვარცხავა

არნოლდ ქვარცხავა
Date of birth:24 October, 1951  (73 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1975 წელს.

1975-1981წწ. მუშაობდა სპეციალური და სამონტაჟო სამუშაოების მთავარი სამმართველოს "საქმთავარმონტაჟსპეცმშენის" სამონტაჟო სამმართველო "მრეწვენტილაციაში"; 1981-1982წწ. მივლინებული იყო იუგოსლავიის საციალისტურ-ფედერაციული რესპუბლიკის სამშენებლო ორგანიზაციებში უფროს ინჟინერ-კონსულტანტად; 1985-1996წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის "სანტექმონტაჟის" სამმართველოს; 1996 წლიდან არის შპს "თბილსანტექმონტაჟის" დირექტორი; მონაწილეობდა ისეთი მნიშვნელოვანი ობიქტების მშენებლობაში, როგორებიცაა: თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატი, აბრეშუმის ფაბრიკა, თბილისის N31 საავიაციო ქარხანა, მიუსერის სამთავრობო აგარაკი, "ბაიკალ-ამურის" სარკინიგზო მაგისტრალის სამშენებლო ობიექტები, საქართველოს პარლამენტისა და კანცელარიის შენობები, კრწანისის სამთავრობო რეზიდენცია, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, თბილისის N1 საშუალო სკოლა, საბავშვო ბაგა-ბაღები, საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული, ჯანდაცვის და კულტურულ-საყოფაცხოვრებო ობიექტები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.567; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.294

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების მედალი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

Share: