The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონიდე ქვარცხავა

დაბადების თარიღი:1926
გარდაცვ. თარიღი:2004  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1948 წელს.

მუშაობდა საკავშირო დაქვემდებარების სატრანსპორტო მშენებლობის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "კავსახტრანსპროექტში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად, პროექტის მთავარ ინჟინრად და უფროსის მოადგილედ; 1973-1992წწ. - ინსტიტუტის დირექტორად; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით დაპროექტდა და აშენდა "კრასნოდარ-ტუაფსეს", "ბატაისკ-სტარომინსკაიას", "იჯევან-რაზდანის", "მარაბდა-ახალქალაქის", "ევლახ-ბელაქანის", "ზუგდიდ-ჯვარის" ელექტროფიცირებული ახალი სარკინიგზო ხაზები; მეორე ლიანდაგები სურამის უღელტეხილსა და "თბილისი-სამტრედიის" უბნებზე; შესრულდა კავკასიის სარკინიგზო ხაზების, სადგურებისა და კვანძების ელექტროფიკაცია-მოდერნიზაციის ურთულესი პროექტები, ასევე - მეწყერსაწინააღმდეგო და ნაპირგამაგრებითი პროექტები (შავი ზღვის სანაპიროსა და "ტუაფსე-ადლერისა" და "ადლერ-ბათუმის" უბნებზე); დიდი წვლილი აქვს შეტანილი თბილისის მეტროპოლიტენის მთელი კომპლექსის დაპროექტებაში.  არის ტრანსპორტის საპატიო მშენებელი, დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.567-568

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: