შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიანორ ქვაჩახია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1964 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1970 წელს. 1964-1969წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენში" სამუშაოთა მწარმოებლად; 1969-1971წწ. სამშენებლო სამმართველო "ტყვარჩელშახტმშენში"; 1971-1982წწ. ტამიშის ეთერზეთების მეურნეობათა გაერთიანებაში - მთავარ ინჟინრად; 1982-1985წწ. ოჩამჩირის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1985-1992წწ. გულრიფშის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად; პრაქტიკული პროფესიული საქმიანობის პერიოდში მონაწილეობდა მელიორაციული სამუშაოების, ხიდებისა და გზების მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა სკოლების, საბავშვო ბაღების მშენებლობას, სოხუმის N1 სკოლისა და გულრიფშის ეკლესიის რეკონსტრუქციას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.568
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |