შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა ქვლივიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს. 1964-1967წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების საპროექტო ინსტიტუტ "თბილზნიიეპში"; 1967-1979წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N8 სამშენებლო სამმართველოში საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, უფროსად, სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო უბნისა და სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1979-1989წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის N11 სამშენებლო ტრესტის სამშენებლო სამმართველოს უფროსი, ტრესტის მმართველის მოადგილე; 1990-1996წწ. საქმიანობდა კერძო სექტორში; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "დემოკრატიული პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 1996 წლიდან ქართულ-გერმანული საპროექტო-სამშენებლო ფირმა შპს "ბეთბის" დირექტორი. მონაწილეობდა მრავალი შენობა-ნაგებობის დაპროექტება-მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.568; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი. - თბ. -2015. -გვ. 338; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.206 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |