შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ქინქლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1980 წელს. 1980-1988წწ. მუშაობდა ქ. ლანჩხუთის რაიაღმასკომის საპროექტო ჯგუფში არქიტექტორის თანამდებობაზე; 1988 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" ბათუმის ფილიალში უფროს არქიტექტორად; 1992-1998წწ. იყო სხვადასხვა კერძო ფირმების მთავარი არქიტექტორი; 1998-2000წწ. მუშაობდა საპროექტო-სამშენებლო ფირმა "ერა-98"-ის პროექტის მთავარ არქიტექტორად; 2005-2013წწ. იყო შპს "არქიტრიოს" მთავარი არქიტექტორი და დამფუძნებელი; არის შპს "ამ-არტის" დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი; არის მრავალი განხორციელებული და საპროექტო წინადადებისა და ესკიზის ავტორი; სხვადასხვა დროს მონაწილეობდა არქიტექტურულ კონკურსებში, კერძოდ: 1987 წელს ბათუმსა და 1990 წელს ქუთაისში "არქპროექტების საკავშირო დათვალიერება-კონკურსში", მიღებული აქვს წამახალისებელი და მესამე ხარისხის პრემია; არის 1988 წელს ბათუმში სხვადასხვა თემაზე გამოცხადებული კონკურსების პირველი და მეორე პრემიების ლაურეატი; არის 1988 წლის პირველი არქიტექტურული ბიენალეს ლაურეატი; 1995 წელს, ბათუმის ზღვისპირა პარკის რეკონსტრუქციაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში მიღებული აქვს წამახალისებელი პრემია; არქიტექტურის გარდა მუშაობს გრაფიკის დარგში; მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში; მისი ბიოგრაფია შესულია ენციკლოპედიურ ლექსიკონში "ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ არქიტექტურაში". მიღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.568-569 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |