The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ქირია

ალექსანდრე ქირია
Date of birth:15 September, 1926
Date of death:2008  (at 81 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ცაიში, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-პოლიტიკური სასწავლებელი 1951 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1965 წელს; მოსკოვის უმაღლესი პოლიტიკური სასწავლებელი 1972 წელს; სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი 1983 წელს.

1946-1956წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ოფიცრად; 1956-1970წწ. მოღვაწეობდა ქ. რუსთავში სხვადასხვა სამეურნეო და საზოგადოებრივ სარბიელზე, მათ შორის ამიერკავკასიის "მეტალურგმშენის" ტრესტში; აქტიურად მონაწილეობდა ქ. ტაშკენტში მიწისძვრისგან მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებაში, რისთვისაც დაჯილდოვებული იქნა უზბეკეთის სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით; 1970 წელს გადაყვანილ იქნა ქ. ზუგდიდში პარტიულ სამუშაოზე, საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად, სადაც იმუშავა 1973 წლამდე; კურირებას უწევდა "ენგურჰესის" მშენებლობას; 1973-1987წწ. იყო საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის მინისტრის მოადგილე მშენებლობის დარგში; ამ პერიოდში ადგილობრივი მრეწველობის სისტემაში რეკონსტრუირებული და აშენებული იქნა 340-ზე მეტი სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტი; 1987-1999წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.569

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: