შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ ქოიავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1966 წელს; დონეცკის სამთო ინსტიტუტის სამრეწველო-სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1973 წელს. 1966-1976წწ. მუშაობდა ლუგანსკის ოლქის ქ. კადიევკაში სამშენებლო სამმართველო "ჟილსტროიში"; 1976-1977წწ. აფხაზეთის ასსრ საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების უფროსად; 1977-1982წწ. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების უფროს რეფერენტად; 1982-1985წწ. იყო საქაეთველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის კაპიტალური მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1985-1993წწ. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგე; 1993 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო მრჩეველი; მუშაობს უკრაინაში, დონეცკის ოლქში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.570
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |