Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ქოიავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1972 წელს. 1958-1960წწ. მუშაობდა აფხაზეთის ასსრ რესპუბლიკაში, გაგრის საკურორტო სამმართველოს უფროს ინჟინრად; 1960-1972წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ბიჭვინთმშენში" - უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1972-1974წწ. საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს შულავერის სამშენებლო სამმართველოში - უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1974-1978წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტში - უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1979 წლიდან იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მშენებარე ობიექტების გაერთიანებული დირექციის ზონის ხელმძღვანელი; მისი მონაწილეობით აშენდა სანატორიუმ "ჩელიუსკინელების" ახალი კორპუსი ქ. გაგრაში, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსის გამწმენდი ნაგებობები, თევზისა და რკინაბეტონის ქარხნები ბიჭვინთაში და ბზიფში, შულავერის თექის, დიღმის ღვინისა და სოფტექნიკის სარემონტო ქარხნები და სხვა; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.571
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |