Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ჩოლოყაშვილი![]()
Biographyმიხეილ ივანეს ძე ჩოლოყაშვილი 1833 წელს იყო თუშეთის პრისტავი, შემდეგ თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგის უფროსი, მაიორის ჩინით. ა. ზისერმანის სიტყვით, მიხეილ ჩოლოყაშვილი იყო "გაუნათლებელი, მაგრამ თავისებურად ძალიან ჭკვიანი". იგი მიხეილ ვორონცოვმა 1846 წელს დანიშნა საგამომძიებლო კომისიის თავჯდომარედ. ამ კომისიას უნდა გამოერკვია საფოსტო კარეტიდან მდინარე იორში ჩავარდნილი საფოსტო ჩემოდნის საქმე, ამ ჩემოდანში 48 ათასი მანეთი იყო და მის მოტაცებას თავად ანდრონიკოვსა და ადგილობრივ პოლიციელებს აბრალებდნენ (ა. ზისერმანი, გვ. 79). მიხეილ ჩოლოყაშვილი იყო ბიძაშვილი მიხეილ, ალექსანდრე და ზაქარია ჩოლოყაშვილებისა. 1831 წელს ცოლად შეირთო თადია ჩოლოყაშვილის ასული ნინო. ა.ზისერმანის თქმით, მიხეილის მეუღლე ყოფილა მეტად ლამაზი (А. Зиссерман, "Двадцатьпять лет на Кавказе", 1, 22). წყარო: საინფორმაციო პორტალი - საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |