Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ჯორჯაძე![]()
Biographyდავით ივანეს ძე ჯორჯაძე სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. 1825-1830 წლებში ცხოვრობდა პეტერბურგში, სწავლობდა კადეტთა კორპუსში. დაბინავებული იყო ლუარსაბ და დიმიტრი ბატონიშვილებთან და უქმე დღეებს მათთან ატარებდა. იყო მოწმე საუბრებისა, რომელთაც წამოიწყებდა ხოლმე თავისუფლებაზე დიმიტრი ბატონიშვილი. ამ საუბრებს ესწრებოდნენ ლუარსაბ, ალექსანდრე და ივანე ჩოლოყაშვილები, სოლომონ რაზმაძე, ელიზბარ, დიმიტრი და ზაქარია ერისთავები, დიმიტრი და ვახტანგ ორბელიანები, იარალი შანშიევი, ესტატე ჯავახიშვილი. 1830 წლის 24 დეკემბერს დავით ჯორჯაძე პეტერბურგიდან გამოემგზავრა და საქართველოში 1831 წლის 3 თებერვალს ჩამოვიდა. სამსახური დაიწყო "უჩებნი" ბატალიონში პრაპორშჩიკად. ცოლად შეირთო ლუარსაბ ქსნის ერისთავის ასული მარიამი. 1831 წელს ცხოვრობდა ალექსანდრე ორბელიანის სახლში. ზუსტად მან შეიყვანა დავით ჯორჯაძე შეთქმულების კურსში. თავის ცოლის ძმასთან - ლევან ერისთავთან საუბრისას გამოთქვამდა აზრს, რომ აჯანყების მოხდენა შესაძლებელი და აუცილებელი იყო. მას, როგორც "უჩებნი" ბატალიონში მომსახურეს, შეთქმულები ავალებდნენ ბატალიონის მოსყიდვას. დავით ჯორჯაძე ლევან ერისთავს ეუბნებოდა: "მე მაგათ ჯარში ნამყოფი ვარ, მე უფრო ვიცი, თუ მალე მოვახდენთ აღრეულობას ჩვენ ვაჯობებთო". დავით ჯორჯაძე დააპატიმრეს 1832 წლის დეკემბერში. საგამოძიებო კომისიამ იგი სცნო VI კატეგორიის დამნაშავედ და გაგზავნა კავკასიის ხაზზე მე-5 ქვეითთა პოლკში მეთვალყურეობის დაწესებით. დიმიტრი ყიფიანის ჩვენებით, "პრაპორშჩიკი ჯორჯაძე მხიარული ხასიათისაა". 1860-იან წლებში დავით ჯორჯაძე გამოჩნდა ქართულ პრესაში. "გუთნის დედის" 1866 წლის ნომერში მან დაბეჭდა ნათარგმნი წერილი, იმავე წლის "ცისკრის" მე-12 ნომერში კი იუმორისტული მოთხრობა "მეგობრული ჩვენი სახლის ძველძულიანობა (ფანცი-ფუნცი)". წყარო: საინფორმაციო პორტალი - საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |