Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ ქუთათელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ელექტრომექანიკის ფაკულტეტი 1959 წელს; ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა. მუშაობდა "საქენერგოს" ცენტრალური ლაბორატორიის გაწყობა-გაშვების სამსახურში ინჟინრად; ქ. თბილისის გათბობის ქსელების ("თბოქსელის") უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად, დირექტორად; იყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქსპფლელექტრომშენის" N4 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარი ინჟინერი, დირექტორი; სააქციო საზოგადოება N4 მოძრავ-მექანიზებული კოლონის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; მონაწილეობდა საქართველოს რეგიონებში, მათ შორის, ცხინვალის (გაეროს ეგიდით) და აფხაზეთის საბრძოლო მოქმედების ზონებში ათეულობით კილომეტრი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-აღდგენაში, ცხინვალის გაზის მაგისტრალების მშენებლობაში, "ლაჯანურჰესისა" და სხვა ელექტროსადგურების გაწყობა-გაშვებაში, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ელექტროქვესადგურების აღდგენით სამუშაოებში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.574
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |