Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ქუთათელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1946 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდრავლიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კათედრაზე ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად; 1948-1951წწ. მუშაობდა თბილისის ჰიდრონაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის ს/კ ინსტიტუტის გვირაბების სექტორის უმცროს მეცნიერ-მუშაკად 1951 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კათედრის ასისტენტად; 1961 წლიდან დოცენტად; 1960-1964წწ. სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი; 1965 წლიდან ჰიდრავლიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კათედრის გამგის მოადგილედ; პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე, პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად, იკვლევდა ფსკერულ წყალმიმღებ ნაგებობათა ჰიდრავლიკის საკითხებს; აქტიურად მონაწილეობდა სამგორის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის გვირაბების მშენებლობასთან დაკავშირებულ კვლევებში; ხელმძღვანელობდა თემას, რომელიც ამიერკავკასიასა და ჩრდილო კავკასიაში არსებულ წყალმიმღებ ნაგებობათა სანატურო გამოკვლევებს ითვალისწინებდა; საკვლევი პრობლემატიკის გამო, წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდა ამიერკავკასიის რესპუბლიკების მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროების საექსპლუატაციო სამმართველოებთან; 27-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მუშაობდა ჰიდრავლიკურ გამოკვლევათა საერთაშორისო ასოციაციის ნაციონალური კომიტეტის წყალმიმღებ ნაგებობათა სექციისა და ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოში; მონაწილეობდა წყალმიმღებ ნაგებობათა და მდინარის კალაპოტის პროცესების საკითხებისადმი მიძღვნილი მოსკოვის, ლენინგრადის, ნოვოჩერკასკის, ტაშკენტის, ბაქოს, ერევნის, თბილისის და სხვა საკავშირო სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში დაჯილდოებული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომით, საკავშირო კონკურსების ოქროს მედლებით; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.575-576; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.111 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |