Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან ქუთათელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1932 წელს. 1933-1945წწ. მუშაობდა კომუნალური მეურნეობის საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" ინჟინრის თანამდებობაზე; 1945-1975წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წყალმომარაგებისა და წყალარინების კათედრის ასისტენტი, დოცენტი და პროფესორი; 1974-1977წწ. ხელმძღვანელობდა ამავე კათედრას; მნიშვნელოვანია მისი წვლილი მშენებლობის ამ დარგისთვის ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდის საქმეში; იყო არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომის, ათამდე მონოგრაფიისა და საქართველოს განათლებისა და უმაღლესი სასწავლებლების სამინისტროს მიერ რეკომენდებული სახელმძღვანელოების ავტორი; დაჯილდოებულია სახელმწიფო ტექნიკურ-სამეცნიერო კომიტეტის საპატიო სიგელებით და სახელმწიფო ჯილდოებით; მინიჭებული ჰქონდა საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი 1951 წლიდან, პროფესორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.576
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |