The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მურაზ ქურდაძე

მურაზ ქურდაძე
Legal name:მურმან ქურდაძე
Date of birth:1940
Date of death:2007  (at 67 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს.

1963-1964წწ. მუშაობდა თბილისის რკინიგზის პირველი ვაგზლის მშენებლობაზე; 1965-1967წწ. სასტუმრო "ივერიის" კომპლექსის მაღლივი კორპუსის სამშენებლო სამუშაოთა ხელმძღვანელად; 1973-1976წწ. უნივერმაღ "თბილისისა" და ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის კომპლექსის მშენებლობაზე მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; თბილისის ტრიკოტაჟის ფაბრიკის, სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ადმინისტრაციული და სასწავლო კორპუსების მშენებლობაზე; 1976-1984წწ. საქართველოს სახალხო კონტროლის კომიტეტში; 1984-1990წწ. საქართველოს საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "სპეცყოფრემმშენის" N1 სამშენებლო-სარემონტო ტრესტის მმართველად; 1990-1992წწ. იყო სამინისტროს ბაზაზე შექმნილი კონცერნ "საქყოფსერვისის" ვიცე-პრეზიდენტი; კურირებდა საქართველოს საყოფაცხოვრებო მომსახურების საუწყებო ობიექრების მშენებლობას; 1992 წლიდან სათავეში ედგა შპს "ტანდემსა" და სააქციო საზოგადოება "პორფირიტს".

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.576


Share: