Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ქურდიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურული ინსტიტუტი 1964 წელს; 1969 წელს ასპირანტურა. 1969-1982წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების საპროექტო ინსტიტუტ "თბილზნიიეპში"; 1984-1989წწ. საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში"; 1983 წლიდან საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ქალაქმშენებლობის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1988-2001წწ. ხელმძღვანელობდა საპროექტო-დიზაინერულ სტუდია "რაკურსს"; 1975-1978წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტისა და 1988-2001წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი; ავტორია რიგი და მათ შორის ზღვისპირეთის დასასვენებელი კომპლექსების დაგეგმარების პრინციპებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომებისა; მისი ძირითადი ნამუშევრებია: 600-ადგილიანი სასტუმრო "კოლხეთი" (ქობულეთში), მთაწმინდის პარკის რეკონსტრუქციისა და განვითარების გენგეგმა, "მთაწმინდის" პარკის მთავარი შენობის ორი რეკონსტრუქცია (თბილისში), საცხოვრებელი დასახლება 2000 კაცზე საბჭოთა სპეციალისტებისათვის ქ. ხოშიმინში (ვიეტნამი), კონცერნ "საქკურორტის" ადმინისტრაციული შენობისა და სასტუმრო "საქართველოს" რეკონსტრუქცია (თბილისში), თბილისის საწყლოსნო-სასპორტო და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის კომპლექსისა და 25-ნომრიანი სასტუმროს (ბაკურიანში) პროექტები; თანაავტორებთან ერთად შესრულებული აქვს სხვადასხვა ობიექტების მხატვრულ-დეკორატციული გაფორმება; იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ქალაქმშენებლობის, თბილისის მთავარი არქიტექტორის მრჩეველთა და თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოების წევრი. არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.576-577 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |