The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გულნარა ქურდიანი

დაბადების თარიღი:21 მარტი, 1928
გარდაცვ. თარიღი:28 მარტი, 1997  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაამთავრა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსოტეტის ისტორიის ფაკულტეტის ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილება 1955 წელს.

მუშაობდა "ქართულ ფილმში", შექმნა კოსტიუმების ესკიზები ფილმებისთვის: "მაცი ხვიტია" (გ. შეწნგელაია, 1966), "მალე გაზაფხული მოვა" (ო. აბესაძე, 1967), "ფიროსმანი" (გ. შენგელაია, 1969), "წყალდიდობა" (თ. გოშაძე, 1970), "გოგონა და ჯარისკაცი", "ჩამავალი მზე" (ორივე თ. ფალავანდიშვილი, 1970), "მოიტაცეს თამარ ქალი" (ლ. გორდელაძე, 1971), "ნუცა" (ა. რეხვიაშვილი, 1971), "აურზაური სალხინეთში" (ლ. ღოღობერიძე, 1975), "დათა თუთაშხია" (გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978), "ბათა ქექია" (ლ. გორდელაძე, 1978), დამდგმელი მხატვარი ფილმებისა "ორმო" (გ. ჩირაძე, 1979), "დღესასწაული" (ბ. ოდიშარია, 1988). კოსტუმების მხატვარი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 180


გააზიარე: