Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ ქურდიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1990 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არქიტექტურის დოქტორის აკადემიური ხარისხით 2014 წელს. 1990-1995წწ. იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირი "საქარქფონდის" არქიტექტორი, პროექტის მთავარი არქიტექტორი, არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელის მოადგილე; 1995-2000წწ. კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის მთავარი არქიტექტორ-დიზაინერი; 2000-2009წწ. შპს "მაგთიკომის" საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი, მთავარი არქიტექტორი; 2003 წლიდან შპს "გია და არჩილ ქურდიანების სტუდია «დინასტია»" მთავარი არქიტექტორ- დიზაინერი, დირექტორი; ა. ქურდიანის მიერ განხორციელებული ობიექტები და პროექტები (1990-2023 წლებში): თბილისის ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის 2006 წლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია უეფა-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით (ავტორი და პროექტის მთავარი არქიტექტორი); ქ. თბილისის ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის ობიექტი (ავტორი და პროექტის მთავარი არქიტექტორი 1997, 2007-2008 წლებში); თბილისის ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის 2015 წლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია სუპერთასის ფინალთან დაკავშირებით, უეფა-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით (ავტორი და პროექტის მთავარი არქიტექტორი); ხელოვნური განაყოფიერების მრავალფუნქციური კლინიკა "ინ ვიტრო" (ქ. თბილისი); შატო "ართვაინი" (ართანა, თელავის მუნიციპალიტეტი); რუსთაველის გამზირი /გუდიაშვილის ქუჩა, სახვითი ხელოვნების მუზეუმი (ქ. თბილისი); რუსთაველის გამზირი / გუდიაშვილის ქუჩა სასტუმრო (ქ. თბილისი); რუსთაველის გამზირი / გუდიაშვილის ქუჩა სარესტორნო - საკლუბო - გამაჯანსაღებელი (ფიტნესი, საცურაო აუზი) მრავალფუნქციური კომპლექსი (ქ. თბილისი); ოლიმპიური სტადიონი ბათუმში (საკონკურსო პროექტი, ავტორი და პროექტის მთავარი არქიტექტორი); "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" სათაო ოფისი და სტუდიები (პროექტი, ქ. თბილისი); საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რაიონული და მაგისტრი სასამართლოები საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში (ავტორი და პროექტის მთავარი არქიტექტორი); საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის ობიექტების პროექტირება SCADA-ს პროექტის ფარგლებში; საქართველოს ეროვნული ანტიტრეფიკინგული ფონდის ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარი; ქ. საგარეჯოში სანაპირო ზოლისა და მიმდებარე საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობების რეკონსტრუქცია (პროექტი); შპს "მაგთიკომი"-ს ხაზით საბაზო სადგურები, ოფისების არქიტექტურა, ინტერიერი და ავეჯი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; შპს "მაგთიკომი"-ს სათაო ოფისი და საკომუტაციო კომპლექსი (ქ. თბილისი); შპს "მაგთიკომი"-ს საკომუტაციო კომპლექსი (ქ. ქუთაისი); შპს "მაგთიკომი"-ს საკომუტაციო კომპლექსი (ქ. ოზურგეთი); "მაგთივინი"-ს დამფუძნებელთა ოფისი (ქ. თბილისი); "კაპაროლი"-ს შოურუმი (ქ. თბილისი); "კეუნე"-ს შოურუმი-სალონი (ქ. თბილისი); სათხილამურო დასასვენებელი კომპლექსი (პროექტი, ბახმარო); "ტორპედო"-ს სტადიონი (პროექტი, ქ. ქუთაისი); ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის ტერიტორიაზე სასტუმრო და მრავალსართულიანი ავტოფარეხი (პროექტი, ქ. თბილისი); ქ. ქუთაისში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იმერეთის რეგიონალური ცენტრი (ავტორი და პროექტის მთავარი არქიტექტორი, პროექტი, ქ. ქუთაისი); საქართველოს რადიო-ტელეცენტრის ადმინისტრაციული შენობის გაფართოება-რეკონსტრუქცია (პროექტი, ქ. თბილისი); ანტონ კათალიკოსის ქ. N17-ში წითელი ჯვრის რეზიდენცია (ქ. თბილისი); მარუხის უღელტეხილის გმირების ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი (ქ. თბილისი); ჭავჭავაძის გამზ. N15-ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი (ქ. თბილისი); მეღორეობის ფერმა 500 ღორზე (ქ. საგარეჯო); საბურთალოს რაიონის ამბროლაურის ქუჩაზე (N2, N3, N6, N7, N8, N9, N10) ოთხ სართულიან საცხოვრებელ სახლებზე ერთი საცხოვრებელი სართულის დაშენება მანსარდის სართულის გათვალისწინებით (ქ. თბილისი); კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის პირველი სახლის ნაწილობრივი რეკონსტრუქცია; სავაჭრო მოლი თბილისში (პროექტი); სავაჭრო მოლი ზუგდიდში (პროექტი); სავაჭრო მოლი ბათუმში (პროექტი); ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები (თბილისი, წავკისი, ოქროყანა, შინდისი, ტაბახმელა, კიკეთი, კოჯორი, საგურამო, ჭოპორტა, ბიწმენდი, წოდორეთი, ბაგები, ნუშები, კაკლები, წყნეთი, მარელისი, არაგვისპირი და ა.შ.); განაშენიანების რეგულირების გეგმები; ინტერიერი, დიზაინი, ავეჯი, ქსოვილი, ჭურჭელი. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, აქვეყნებს ნაშრომებს სამეცნიერო ჟურნალებში: ღია არენების პრობლემების განხილვა ანტიკური და თანამედროვე ეპოქების პარალელური ანალიზის კონტექსტში (მ. მელქაძე, ა. ქურდიანი // განათლება. - თბილისი, 2012.-N1(4).- გვ.214-218), ქ. თბილისის "დინამოს" სტადიონის სისტემური ანალიზი ისტორიულ კონტექსტში (მ. მელქაძე, ა. ქურდიანი // განათლება.- თბილისი, 2012.- N2(5).- გვ.214-221), ორნამენტი - ჩუქურთმა, როგორც იდენტიფიცირების საშუალება (მ. მელქაძე, ა. ქურდიანი // განათლება. - თბილისი, 2013.-N1(7).- გვ.227-232), თანამედროვე სტადიონების პრობლემები (მ. მელქაძე, ა. ქურდიანი // განათლება. - თბილისი, 2013.-N2(8).- გვ.265-270), განწყობის როლი არქიტექტურაში (მ. მელქაძე, ა. ქურდიანი // განათლება .- თბილისი, 2013.- N3(9).- გვ.166-172; არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები : სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი /თბილისი, 2013. - .-N3.- გვ.92-102). 2006 წელს დასახელდა "წლის საუკეთესო არქიტექტორად", არის საერთაშორისო არქიტექტორთა კავშირის (UIA) მიერ რეგისტრირებული არქიტექტორი, დამოუკიდებელი არქიტექტურული საქმიანობის განხორციელების უფლებით (2011-2014). მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია მოთავსებულია სხვადასხვა ენციკლოპედიურ გამოცემებში, მათ შორის სპეციალურ გამოშვებაში "ვინ ვინაა". არქიტექტურის დოქტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "სტადიონების მოცულობით - სივრცითი გადაწყვეტის განმსაზღვრელი ფაქტორები", დაიცვა 2014 წელს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.578 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |