The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან ღამბაშიძე

Date of birth:5 May, 1929  (94 years)
Category:Filmmaker

Biography

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე (1947-1949), დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი 1953 წელს.

მუშაობდა კორესპოდენტად საქართველოს რადიოს საბავშვო გადაცემათა რედაქციაში, 1955-1970 წწ. - რეჟისორის ასისტენტად ქდსპფ სტუდიაში, 1970 წლიდან ამავე სტუდიის რეჟისორია. მუშაობდა კინოპერიოდიკაზე ("საბჭოთა საქართველო", "პიონერი", "საბჭოთა ამიერკავკასია"). გადაიღო ფილმები: "გაზაფხული მინის სახურავის ქვეშ" (1972), "ჩაის კრეფს "საქართველო" (1972), "დიმიტრი გულია", "გაუფრთხილდით სიცოცხლეს" (1974), "ინიციატორი", "სოფელი ღონიერია" (1975), "რაჭა" (1977), "შავი ოქროს მარცვლები" (1981), "ყვავიან ბაღები" (1985), "ქართლისა და კახეთის მთიანი რაიონების შესახებ" (1987) და სხვ. კინორეჟისორი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 181; ქართული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

Member of Organizations

  • საქართველოს კინემატოგრაფისთა კავშირი, წევრი

Share: