The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტრისტან ყველაიძე

ტრისტან ყველაიძე
დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1942
გარდაცვ. თარიღი:1 იანვარი, 1998  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1963 წელს.

1963 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში. მისი კინოდებიუტი შედგა ფილმში: "საგანგებო დავალება" (ს. კევორკოვი, ე. კარამიანი, 1965, სომხეთი). მონაწილეობდა ფილმებში: "უყაიმო თამაში" (ი. ქავთარაძე, 1966), "გაქცევა გათენებისას" (ს. დოლიძე, 1975), "მარადისობის კანონი" (ვ. კვაჭაძე, 1985), "ერთ პატარა ქალაქში" (გ. ლორთქიფანიძე, 1985), "თეთრი ბაირაღები" (გ. ლორთქიფანიძე, 1990).

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 185


გააზიარე: